პროექტებით სწავლება
Sunday, May 7, 2017
მეცხრე დღე
მეცხრე დღეს შევქმენით ბლოგის რუბრიკები.ბიოგრაფიული მონაცემები, პროექტის დასახელება.დავამატეთ სხვადასხვა ფანჯარა. ბლოგის არქივი, დავაკომენტარეთ სამი რეფლექსია, წარმოვადგინეთ პროექტისა და მასწავლებლის ნიმუშის პრეზენტაცია.თითოეულმა მონაწილემ შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები.
Saturday, May 6, 2017
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს დავიწყეთ ჩვენი საქაღალდეებისა და პრეზენტაციების გადახედვა.შესწორებით გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს(მარტივი) Mla, apa და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეები ავტვირთეთ drive-ზე და გავაზიარეთ ბლოგზე. ტრენერს გავუგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი.
Sunday, April 30, 2017
მეექვსე დღე
შევადგინე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. დავიწყე სასწავლო პროცედურების შედგენა.
მეშვიდე დღე
გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა: სასწავლო პროცედურების შედგენა, დიფერენცირებული სწავლება, სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები.
Sunday, April 23, 2017
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. პროექტის საქაღალდე გადავიტანეთ ფოსტის დისკზე.შევქმენით ბლოგის ფურცლები და დავამატეთ მენიუს ზოლი.
Saturday, April 22, 2017
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების სტრატეგიებს. მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა, მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობაში.მოვიძიე ინტერნეტში ფოტოები და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში.
Sunday, April 9, 2017
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანი პროექტის სასწავლო მიზნებს და შედეგებს. განვსაზღვრე და ჩამოვაყალიბე რას შეძლებენ მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას და შემდეგ.ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.პრეზენტაცია გავაკეთე power pointshi. ავტვირთე draivze.საქაღალდეს შევუცვალე სახელი.
Subscribe to:
Posts (Atom)